logo
ENG



NBA-ის ვიდეომიმოხილვა | სტეფ კარის ისტორიული შეხვედრა

13 ნოე 202117:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/13/k6oe81e00hov8jm.jpg

გთავაზობთ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის ყველა მატჩის საუკეთესო მომენტებს და საინტერესო ფაქტებს.


Golden State Warriors 119 – 93 Chicago Bulls

 გოლდენ სტეირ ვორიორსმა, ჩიგაგო ბულს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 119 – 93 დაამარცხა.

მატჩის MVP გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავი სტეფ კარი გახდა. სტეფმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 40 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარგი შეხვედრა ჰქონდა ვორიორსის მსროლელ ენდრიუ უიგინსსაც, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო. ბულსის შემადგენლბიდან კი 23 ქულით ზაკ ლევინი, ხოლო 18 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩნენ.

გოლდენ სტეიტისა და ჩიკაგოს მატჩი, ისტორიული გამოდგა სტეფ კარისთვის! „ოქროს ბიჭუნა“ NBA-ის რეკორდსმენი გახდა კარიერის განმავლობაში გამოყენებული სამქულიანების რაოდენობით. SportsCenter-ის მონაცემებით, ჩიკაგოს წინააღმდეგ მოგებული მატჩის შემდეგ, 33 წლის კალათბურთელს პლეიოფის ჩათვლით 3366 რეალიზებული სამქულიანი დაუგროვდა. ამით მან ლეგენდარული რეი ალენის რეკორდი, გააუმჯობესა. რეი-რეის ანგარიშზე კი 3358 ზუსტი სამქულიანია.

გოლდენ სტეიტი მიმდიანრე სეზონში 11 მოგებითა და 1 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ხოლო ჩიკაგო 8 გამარჯვებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

  

Charlotte Hornets 104 – 96 New York Knicks


შარლოტ ჰორნეთსმა, ნიუ-იორკ ნიქს უმასპინძლა და 104 – 96 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შარლოტის ფორვარდი მაილს ბრიჯისი დასახელდა. მაილსმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარგი შეხვედრა ჰქონდა მასპინძელთა გამთამაშებელ ლამელო ბოლსაც, რომელმაც საკუთარ გუნდს 11 ქულა, 16 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ნიქსის შემადგენლობიდან კი 26 ქულით კემბა უოქერი გამოირჩა.

შარლოტი მიმდინარე სეზონში 7 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო ნიუ-იორკი 7 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-8 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები



Boston Celtics 122 – 113 Milwaukee Bucks 

მილოუკი ბაქსი, ბოსტონ სელტიკს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 122 - 113 დამარცხდა.

შეხვედრის MVP სელტიკსის გამთამაშებელი დენის შრედერი გახდა. გერმანელი კალათბურთელის ანგარიშზე 38 ქულა, 8 მოხსა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. კარგი შეხვედრა ჩაატარა მასპინძელთა ვარსკვლავმა ჯეისონ ტეიტუმმაც, მან 27 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. ბაქსის შემადგენლობიდან კი 22 ქულით ბობი პორტისი, ხოლო 21 ქულით გრეისონ ალენი გამოირჩნენ.

ბოსტონი მიმდინარე სეზონში 6 გამარჯვებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, ხოლო მილოუკი 6 მოგებითა და 7 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები

Cleveland Cavaliers  98 – 78 Detroit Pistons 

კლივლენდ კავალიერსმა, დეტროიტ პისტონს უმასპინძლა და 98 – 78 დაამარცხა.შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მასპინძელთა გამთამაშებელი დარიუს გარლანდი დასახელდა. დარიუსმა პარეკტზე გატარებულ 35 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა. კარგი მატჩი გამოუვიდა კავალიერსის, თურქ კალათბურთელ შედი ოსმანასაც, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. პისტონსის შემადგენლობიდან კი 16 ქულით ჯერემი გრანტი, ხოლო 12 ქულით ფრენკ ჯექსონი გამოირჩნენ.

კლივლენდი მიმდინარე სეზონში 8 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო დეტროიტი 2 გამარჯვებითა და 9 წაგებით ბოლო ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

Houston Rockets 92 – 104 Portland Trail Blazers

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი ჰიუსტონ როკეტს ესტუმრა და 92 –104 დაამარცხა.

მატჩის MVP ბლეიზერსის სუპერვარსკვლავი დემიანი ლილარდი გახდა. დემიანმა პარკეზტე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. კარგი შეხვედრა ჩაატარა სტუმართა მსროლელმა, ს. ჯ მაკალუმმაც, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. როკეტსის შემადგენლობიდან კი 21 ქულით კევინ პორტერი გამოირჩა.

პორტლენდი მიმდინარე სეზონში 6 მოგებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, ხოლო ჰიუსტონი 1 გამარჯვებითა და 11 მარცხით მე-14 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები

 

Memphis Grizzlies 94 – 119 Phoenix Suns

ფინიქს სანსი, მემფის გრიზლს ესტუმრა და გამანდგურებელი ანგარიშთ 94 –119 დაამარცხა.

სანსმა მეტოქეს ძალიან მაგარი გუნდური თამაში შესთავაზა. სტუმართა შემადგენლობიდან 10+ ქულის ჩაგდება 7 კალათბურთელმა შეძლო. ყველაზე შედეგიანები კი 17-17 ქულით დევინ ბუკერი და ჯეი კრაუდერი იყვნენ. მეფისის რიგებში საუკეთესო ჯა მორანტი იყო. მან 26 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ფინიქსი მიმდინარე სეზონში 8 გამარჯვებითა და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ხოლო მემფისი 6 მოგებით და 6 მარცხით მე-8 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები

New Orleans Pelicans 112 – 120 Brooklyn Nets

ბრუკლინ ნეთსი, ნიუ ორლეან პელიკანს ესტუმრა და 112 – 120 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნეთსის ერთ-ერთი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა. „ბაბუაწვერამ“ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 39 ქულას, 5 მოხსნას და 12 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. კარგი მატჩი ქონდა სტუმართა ფორვარდ კევინ დურანტსაც. კევინის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა იყო. პელიკანსის შემადგენლობიდან კი 20 ქულითა და 12 მოხსნით იონას ვალანჩუნასი გამოირჩა.

ბრუკლინი მიმდინარე სეზონში 9 მოგებითა და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ნიუ ორელანი 1 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასაველთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

Oklahoma City Thunder 105 – 103 Sacramento Kings

ოკლაჰომა სიტიმ, საკრამენტო კინგს უმასპინძლა და 105 -103 დამაარცხა.

მატჩის MVP ლუუენც დორტი გახდა. ლუუენცმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. შეხვედრის დასრულებამდე, რამოდენიმე წამით ადრე დორტმა GAME WINNER-ი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. საკრამენტოს შემადგენლობიდან კი 21 ქულით ჰარისონ ბარნსი, ხოლო 16 ქულით დეარონ ფოქსი გამოირჩნენ.

ოკლაჰომა მიმდინარე სეზონში 5 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო საკრამენტო 5 გამარჯვებითა და 8 მარცხით მე-11 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

 

San Antonio Spurs 109 – 123 Dallas Mavericks

დალას მავერიქსი, სან ანტონიო სპერს ესტუმრა და 109 – 123 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სტუმრების, სლოველინიელი სუპერვასრკვლავი ლუკა დონჩიჩი დასახლედა. ლუკამ პარკეტზე გატარებულ არასრულ 36 წუთში 32 ქულას, 12 მოხნას და 15 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. კარგი მატჩი ჰქონდა მავერიქსის ფორვარდ კრისტაპს პორზინგისსაც, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო. სან ანტონიოს შემადგენლობიდან კი 20 ქულით დევინ ვასელი გამოირჩა.

დალასი მიმდინარე სეზონში 8 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ხოლო სან ანტონიო 4 მოგებითა და 8 წაგებით მე-13 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები 

Denver Nuggets 105 – 96 Atlanta Hawks

დენვერ ნაგეთსმა, ატლანტა ჰოუქს უმასპინძლა და 105 – 96 დაამარცხა.

მატჩის საუკეთეო მოთამაშედ დენვერის ცენტრი ნიკოლა იოკიჩი დასახლედა. „ჯოკერმა“ პარეკტზე 35 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 22 ქულა, 19 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო. კარგი შეხვედრა ჰქონდა ნაგეთსის ფორვარდ აარონ გორდონსაც, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. ატლანტას რიგებში კი 30 ქულით ტრეი იანგი, ხოლო 26 ქულით ჯონ კოლინსი გამოირჩნენ.

დენვერი მიმდინარე სეზონში 8 მოგებითა და 4 წაგებით დასალვეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ხოლო ატლანტა 4 გამარჯვებითა და 9 წაგებით აღმოსაველეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები



Los Angeles Lakers 83 – 107 Minnesota Timberwolves

მინესტოა ტიმბერვულსი, ლოს ანჯელეს ლეიკერს ესტუმრა და 83 – 107 დაამრცხა.

შეხვედრის MVP მინესოტას ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი გახდა. თაუნსმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 29 ქულას, 7 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. კარგი მატჩი ჰქონდა ტიმბერვულსის გამთამაშებელ დიანჯელო რასლესაც, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ლეიკერსის შემადგენლობიდან კი 22 ქულით ენტონი დეივისი გამოირჩა.

მინესოტა მიმდინარე სეზონში 4 მოგებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო ლეიკერსი 7 გამარჯვებითა და 4 წაგებით მე-7 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები











close დახურვა